საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.032
  • Word
5304
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
060.000.000.05.001.003.032
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ერთი სასამართლო წარმოების ყველა ინსტანციისათვის არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ფიზიკური პირისათვის � 10 000 ლარს;

ბ) იურიდიული პირისათვის � 15 000 ლარს.�.

2. 47-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოქალაქეები, თუ სახელმწიფო ბაჟი აღემატება:

ა) მხარის (და მისი ოჯახის წევრების) კუთვნილი ქონების 10%-ს;

ბ) მხარის (და მისი ოჯახის წევრების) ყოველთვიურ შემოსავალს.�;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

�11. მხარის შუამდგომლობის ნიმუშს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.�.

3. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება

1. სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა გადაუვადდებათ მოქალაქეებს, თუ სახელმწიფო ბაჟი აღემატება მხარის (და მისი ოჯახის წევრების) ყოველთვიური შემოსავლის 20%-ს.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა გადაუვადდებათ იურიდიულ პირებს, თუ სახელმწიფო ბაჟი აღემატება მხარის ყოველთვიური შემოსავლის 5%-ს.

4. მხარის შუამდგომლობის ნიმუშს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესახებ ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5304�რს