დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 753-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.018414 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს;“. 2. 1873 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, შვილად აყვანის გაუქმებისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა;“. 3. 350-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს შეუძლია, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს.“. 4. 351-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N753-IIს |
დოკუმენტის კომენტარები