დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1365 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.001.000.351 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
(ამონარიდი)
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
II. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 38-ე მუხლს სიტყვების „სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით”.
2. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს:
ა) 38-ე მუხლის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სადავო საგნის ღირებულების 2,5 პროცენტს;
ბ) სააპელაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს;
გ) საკასაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 4 პროცენტს;
დ) კერძო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 29 აპრილი.
№1365-IIს
დოკუმენტის კომენტარები