საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 805-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.020362
805-Vრს-Xმპ
22/07/2021
ვებგვერდი, 26/07/2021
060000000.05.001.020362
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 430-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ გაირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასამართლო გააუქმებს განჩინებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.“.

2. 431-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 431. საქმის განხილვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან  განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 ივლისი 2021 წ.

N805-Vრს-Xმპ