საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3620-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.021095
3620-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
060000000.05.001.021095
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 3162 და 3163 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3162. განცხადების შეტანა

1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია რეციპიენტს, დონორს ან ცოცხალი დონაციის კომისიას.

მუხლი 316 3. განცხადების შინაარსი

1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორის ორგანოს მოპოვების მიზანი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) ხასიათი.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში:

ა.ა) ცნობა, რომელიც ადასტურებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვას;

ა.ბ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ა.გ) იმის მტკიცებულებები, რომ გარდაცვლილი ადამიანის შესაბამისი ორგანო ხელმისაწვდომი არ არის და მკურნალობის სხვა, ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მეთოდი არ არსებობს;

ა.დ) ცნობა რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ორგანოს გადანერგვის ჩვენებას;

ა.ე) დონორის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;

ა.ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ;

ა.ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამასთანავე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ ჩატარებულია დონორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის;

ა.თ) ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;

ბ) დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) არსებობის შემთხვევაში:

ბ.ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას;

ბ.ბ) იმის მტკიცებულებები, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შორის ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა;

ბ.გ) იმის მტკიცებულებები, რომ რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს;

ბ.დ) ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.გ“−„ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ცნობა და მტკიცებულებები.“.

2. 3164 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის დაპირებით/შეთავაზებით ან რეალურად მიღებით;“.

3. 3165 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3165. სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო გასცემს თანხმობას ცოცხალ დონორობაზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3620-XIIIმს-Xმპ