საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4955-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019571
4955-Iს
18/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
060000000.05.001.019571
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.“.

2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე ან სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.

3. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                            

„ა3) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე − დავის საგნის ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, საქმის წარმოების განახლებისას მოსარჩელე ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი;“;

ბ) „ა5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა6“ და „ა7“ ქვეპუნქტები:

„ა6) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარს;

7) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარს;“.

4. 94-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.“.

5. 141-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მედიაციის პროცესის მონაწილე − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან.“.

6. 178-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.“.

7. 183-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები;“.

8. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება;“.

9. 1871 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით მედიატორს გადაეცეს.“.

10. 1872 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1872. სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოსაყენებელი ნორმები

სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ამ კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

11. 1873 მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“−„გ5“ ქვეპუნქტები:

„გ1) შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;

2) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე;

3) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;

4) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება;

5) არაქონებრივ დავებზე;“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე შესაბამისი საქმის გარემოებებს წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაციის შესაძლებლობა და იგი უშედეგოდ დასრულდა − მხარეთა თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას დავის საქმის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.“.

12. 1877 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1877. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება

1. სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი წყდება ამ კოდექსის XLIV13 თავის შესაბამისად.

2. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

3. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

13. 1878 და 1879 მუხლები ამოღებულ იქნეს.

14. 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.“.

15. 201-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მოპასუხის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.“.

16. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:

„11. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მოსარჩელემ/მოპასუხემ უარი თქვა დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, მოსამართლე ვალდებულია მოსამზადებელ სხდომაზე ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრებისას ანდა ვიდეოკონფერენციის დროს გამოარკვიოს ამ უარის მიზეზი და განუმარტოს მხარეს/მხარეებს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის დადებითი მხარეები და სამართლებრივი შედეგები.

12. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მხარეებმა თანხმობა განაცხადეს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, საქმე დაუყოვნებლივ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცემა მედიატორს.“.

17. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება;“.

18. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ კოდექსის 1877 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.“.

19. 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის საფუძველზე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით საქმე სასამართლომ მედიატორს გადასცა, ან საქმის წარმოების დაწყების შემდეგ მხარეებმა დავა მედიატორს გადასცეს, ანდა მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − გარდა იმ შემთხვევისა,  როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს.“.

20. 281-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მედიაციის დასრულებამდე.“.

 21. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე6 კარი:

„კარი მეშვიდე6

სასამართლოს მონაწილეობა სამედიაციო მორიგების აღსრულებაში

თავი XLIV13. სამედიაციო მორიგების აღსრულება

მუხლი 36330. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.

2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.

3. მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.

4. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

მუხლი 36331. სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2. თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მისი აღსრულების საკითხს განიხილავს ის სასამართლო, რომელმაც დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით საქმე მედიატორს გადასცა, ხოლო თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა კერძო მედიაციის შედეგად − რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3. თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი,  ხოლო თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა კერძო მედიაციის შედეგად − აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4. სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლოს შეუძლია ამავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს უწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განიხილება განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მუხლი 36332. სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმა

სასამართლო უარს იტყვის სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე, თუ სამედიაციო მორიგების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან თუ, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

მუხლი 36333. განჩინება სამედიაციო მორიგების აღსრულების თაობაზე

1. სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. მხარეს აღნიშნულ განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. სამედიაციო მორიგება, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დამტკიცებულია, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

22. 368-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4955-Iს