საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/186

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/186
დოკუმენტის ნომერი 1/1/186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 16/02/2004
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 20/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
1/1/186
16/02/2004
სსმ, 9, 20/02/2004
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/186
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/1/186

2004 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის გიორგი წაქაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის („სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი“) მე-2 ნაწილის პირველი წინადადება – „სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება“.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობილი წინადადება იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს – ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან და სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გაითვალისწინოს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი.

4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)

ვახტანგ გვარამია

ნიკოლოზ შაშკინი