საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4457-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.017917
4457-Iს
28/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
060000000.05.001.017917
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:

 „32. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საქმეს სასამართლო განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. საქმის განმხილველი სასამართლოს განჩინებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4457-Iს