საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5012-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018111
5012-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
060000000.05.001.018111
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 423-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.“.

2. 426-ე მუხლის:

ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას  ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4321 მუხლი:

„მუხლი 4321. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემა

პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე  კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას ადგენს ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5012-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.