დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2111-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.017373 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის XLII3 თავი:
„თავი XLII3 „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი მუხლი 35119. კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 35120. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის შესრულება 1. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს იმავე კონვენციის საფუძველზე განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს მოთხოვნას ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი უგზავნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან, მოთხოვნის მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 19 მარტი 2014 წ. N2111-IIს |
დოკუმენტის კომენტარები