დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3220-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.017639 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“. 2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2721 მუხლი: „მუხლი 2721. საქმის წარმოების შეწყვეტა მხარის განცხადების საფუძველზე თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს.“. 5. 35613 მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;“; ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილებები გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები.“. 6. 35617 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 7. 35618 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.“. 8. 35621 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება. სასამართლო საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ მხარის განცხადების მიღებაზე განჩინებით უარს ამბობს, თუ არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რა საფუძვლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს განჩინების ფორმით, ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან მის წარსადგენად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 9. XLIV5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება“. 10. 35624 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. თუ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მიერ არის გამოტანილი, საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რომლითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 18 მარტი 2015 წ. N3220-IIს |
დოკუმენტის კომენტარები