დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3388 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 14/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.002.328 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 443-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2007 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ასევე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3388–Iს
დოკუმენტის კომენტარები