საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 21/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.693
  • Word
2398
09/09/1999
სსმ, 43(50), 21/09/1999
060.000.000.05.001.000.693
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. აცილების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

2. 199-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მოსარჩელეს“ შეიცვალოს სიტყვებით „პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე“, ხოლო სიტყვა „მოპასუხისთვის“ –სიტყვებით „მეორე მხარისათვის“.

3. 236-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე“.

4. 250-ე მუხლში სიტყვები „თუ მხარეები არ მოითხოვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას” შეიცვალოს სიტყვებით „თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე,”.

5. 264-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 367-ე მუხლში სიტყვების „სააპელაციო საჩივარი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

7. 369-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.“.

8. 388-ე მუხლში სიტყვები „საქმის განხილვის შემდეგ” შეიცვალოს სიტყვებით „გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის შემდეგ“; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ასლთან ერთად“, ხოლო სიტყვები „გადაწყვეტილების (განჩინების)“ შეიცვალოს სიტყვებით „გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან)“.

9. 395-ე მუხლში სიტყვის „საჩივარი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

10. 397-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.“.

11. 414-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

12. 417-ე მუხლის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირველი ინსტანციის“.

13. 419-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.“.

14. 429-ე მუხლს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“.

15. 430-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2398-Iს