დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1773 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 14/01/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 433-ე და 434-ე მუხლებში სიტყვები „20 იანვრიდან“, ხოლო 436-ე მუხლში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „15 მაისიდან“ და „15 მაისამდე“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 680-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „20 იანვრისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისისათვის“, ხოლო სიტყვები „1999 წლის 20 იანვრამდე“ – სიტყვებით „ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე“.
2. 681-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „1999 წლის 20 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 15 მაისიდან“.
III. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს მთავრობის წევრის – მინისტრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საერთო სასამართლოს მოსამართლის“.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1773–რს
დოკუმენტის კომენტარები