საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.823
  • Word
2385
18/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
060.000.000.05.001.003.823
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 350-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;

ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

2. 351-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 დღის განმავლობაში რეგისტრაციისათვის უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2385–IIს