დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2392-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.017401 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე3 კარი:
„კარი მეშვიდე3 სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე თავი XLIV9 სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე მუხლი 3631. სარჩელის დასაშვებობა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3632. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა 1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. 2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. 3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მუხლი 3633. მტკიცების ტვირთი სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მუხლი 3634. სარჩელის წარმოებაში მიღება 1. სასამართლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს. 2. სასამართლოს სარჩელი ამ კოდექსის მოთხოვნების დაცვით უნდა წარედგინოს. 3. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. 4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში. 5. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა. მუხლი 3635. სასამართლო გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 3636. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. ამ კოდექსის 3635 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსით დადგენილი წესით. 2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს. 3. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს სააპელაციო საჩივარს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2392-IIს |
დოკუმენტის კომენტარები