საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5014-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019581
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5014-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
060000000.05.001.019581
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირთა სპეციალიზაცია

1. არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი.

2. სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

2. 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.“.

3. 811 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 811. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.“.

4. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ნაწილი:

„11. არასრულწლოვანს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად უფლება აქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღოს ინფორმაცია იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2511 მუხლი:

„მუხლი 2511. გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე

1. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით.“. 

6. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში.“.

7. 350-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო  სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5014-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.