დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2887-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.020866 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 36325 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;“; ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მიმართ – პატენტიდან ან რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; პატენტით ან რეგისტრაციით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 16 მაისი 2023 წ. N2887-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები