დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3035 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.004.025 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 3562 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადაში.“.
2. 423-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში სასამართლო განიხილავს მოსარჩელე მხარისათვის შესაბამისი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, თუ მესამე პირების მიერ უფლებათა კეთილსინდისიერად მიღების გამო შეუძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა.“.
3. 426-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 444-ე მუხლი:
„მუხლი 444. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ამ კანონის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც უარი ეთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე, თუ ისინი სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართავენ 2010 წლის 15 ივნისამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3035–Iს
დოკუმენტის კომენტარები