დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2010 - 31/05/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები
№ | მომსახურების სახე | მომსახურების ვადა | მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) |
1. | აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვების გაცემა | 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 150 ლარი 300 ლარი 1000 ლარი. |
2. | პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება |
6 თვე |
2000 ლარი. |
3. | მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირზე რეზიდენტობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით გაცემა |
2 სამუშაო დღეზე მეტი 2 სამუშაო დღე |
უფასო 30 ლარი. |
4. | გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა | 3 სამუშაო დღეზე მეტი 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 10 ლარი 20 ლარი. |
5. | არქივიდან 3 თვემდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციისა და მისი დანართების ასლის გაცემა |
10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე |
50 ლარი 150 ლარი. |
6. | არქივიდან 3-დან 6 თვემდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციისა და მისი დანართების ასლის გაცემა | 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე | 100 ლარი 250 ლარი. |
7. | არქივიდან 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლის გაცემა |
10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე |
150 ლარი 350 ლარი. |
8. | არქივიდან 1 წელზე მეტი პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლის გაცემა |
10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე |
250 ლარი 500 ლარი. |
9. | არქივიდან წლიური დეკლარაციის ასლის გაცემა 1 საანგარიშო პერიოდისათვის |
10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე |
50 ლარი 150 ლარი. |
10. | გადამხდელის ინიციატივით არაგეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარება |
| 1 000 000-მდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 10 000 ლარი; 1 000 000-ზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 30 000 ლარი. |
11. | საბაჟო საწყობის საქმიანობის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემა |
20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე
| უფასო ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; დახურული საწყობის შემთხვევაში, საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება; 10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი. |
12. | წარმოშობის სერტიფიკატის დაჩქარებული წესით გაცემა | 2 სამუშაო დღეზე მეტი 2 დღე 4-8 საათი 1-3 სთ-მდე | უფასო 40 ლარი 100 ლარი 150 ლარი. |
13.
| საფოსტო გზავნილის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
|
კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა. |
14.
| მსუბუქი ავტომანქანის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
|
500 ლარი. |
15. | გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა |
1 სამუშაო დღე 1-ზე მეტი სამუშაო დღე | 400 ლარი
200 ლარი. |
16. | „TIR“ წიგნაკით საქონლის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემა | 4 საათის ვადაში 1 დღის ვადაში 1-ზე მეტი დღის ვადაში | 400 ლარი 300 ლარი 200 ლარი. |
დოკუმენტის კომენტარები