„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012012, 12/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016533
  • Word
374
08/10/2011
ვებგვერდი, 111012012, 12/10/2011
040030000.10.003.016533
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 374

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე 64-ე, 82-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.“.

2. 110 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 110. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილებასა და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ოქროს სიის მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.“.

3. 110 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 110. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ,,ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.“.

მუხლი 2

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის                       19 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 27 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

რემიერ-მინისტრი ნ. გილაური