"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110517002, 17/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016364
  • Word
204
13/05/2011
ვებგვერდი, 110517002, 17/05/2011
200250000.10.003.016364
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 204

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების 17 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქონლის (ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) ექსპორტი/რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

 შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი.“.

 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 110 მუხლი:

 ,,მუხლი 110. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დეკლარანტის მიერ საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის, დოკუმენტების ელექტრონულად ან ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონულად მიწოდება). ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; ამასთან, ,,ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება.“.

 3. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:

 ა) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,75

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება

 

 

ექსპორტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ერთ დეკლარაციაზე 50 ლარი

 

სხვა სასაქონლო ოპერაციაში – ერთ დეკლარაციაზე – 150 ლარი“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 83-ე – 85-ე გრაფები:

,,83

კონტეინერებით შემოტანილი ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია      

 

 

 

50 ლარი

84

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებისა)       

 

 

20 ლარი

85

საქონლის დროებითი შენახვის განაცხადის რეგისტრაცია

 

 

20 ლარი.

                  

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური