"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016207
  • Word
47
26/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
040030000.10.003.016207
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 47

2011 წლის 26 იანვარი

. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე და 57-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ. ოქროს სიის მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.;

ბ) 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება..

2. დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 70-ე – 74-ე გრაფები:

 

70

 

ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა

 

 

 

 

50 ლარი

 

71

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემა

 

 

 

 

25 ლარი

 

72

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტინებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

10 ლარი;

20 ლარი;

25 ლარი

73

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო;

20 ლარი;

40 ლარი;

50 ლარი

74

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა

 

 

 

50 ლარი..

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური