„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024587
193
13/06/2024
ვებგვერდი, 14/06/2024
040030000.10.003.024587
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში  (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 110 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დადგენილების მიზნებისთვის უქმე დღეს არ წარმოადგენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 11 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12  − 14 გრაფები:

„12

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

25000 ლარი

30000 ლარი

13

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

25000 ლარი

30000 ლარი

14

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

5000 ლარი

10000 ლარი“;

ბ) 241 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 გრაფ:

„242

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

100 ლარი

150 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე