„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111125015, 25/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016597
  • Word
437
18/11/2011
ვებგვერდი, 111125015, 25/11/2011
200250000.10.003.016597
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 437

2011 წლის 18 ნოემბერი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59-ე – 64-ე, 66-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.;

ბ) 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 17

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821 და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით; 

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება.

 შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;

) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება;

) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;

 ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება.“;

გ) 18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) 110 და 111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 110

1. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება საქონლის სპეციალური სატვირთო დეკლარაციით დეკლარირება).

2. გაფორმების დეპარტამენტში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.

3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები.

    მუხლი 111

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირ, რომლიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერთხელ, ერთი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში:

 ა) მე-7 – მე-9, 28-ე და 44-ე გრაფები ამოღებულ იქნეს;

 ბ) 46-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

46

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA-ში თავდაპირველად დაშვება

 

 

 

200 ლარი“;

 

 

 გ) 50-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 დ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

54

საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე,

68-ე, 75-ე,

82-ე, 821, 822, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 ე) 58-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 ვ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

66

 

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 ზ) 69-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 თ) 81-ე და 82-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

81

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა

 

არა უმეტეს ორი თვე

 

5 000 ლარი;

82

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული, დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი“;

 

 ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 821 და 822 გრაფები:

 

„821

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი;

822

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

400 ლარი“;

 

 კ) 84-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

84

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებისა)

 

 

20 ლარი“;

 

 ლ) 94-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 9 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური