„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 472
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021492
472
27/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
040030000.10.003.021492
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №472

2019 წლის 27 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) მუხლი 12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო ან საბაჟო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე გადასახადის გადამხდელის (მოვალის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე.“;

ბ) 14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენამდე ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.“;

გ) 15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის გაფორმება, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს საბაჟო დეკლარაციის – ფორმა 4-ის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

დ) 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 822 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) იმ საქონლის დროებით შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან;

კ) ფიზიკური პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“;

ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;

მ) საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის გაფორმება;

ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი;

ო) ამ მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტი;

პ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, გათავისუფლებულია გადასახად(ებ)ისაგან.“;

ე) 110 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქ.   ბათუმში,   ბაქოს   ქ.   №11-ში   მდებარე   გაფორმების   ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ საბაჟო დეკლარაციის – ფორმა 4-ის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებისას.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მიზნებისთვის, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს − 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები.“;

ე.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგის შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული  მომსახურება არ გაიწევა, ხოლო 54-ე, 68-ე, 681, 821, 822,  86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში.“;

ვ) 114 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 114„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-100 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება მის მიერ შემოტანილ საქონელზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.“;

ზ) 116 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 117 და 118 მუხლები:

მუხლი 117

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით წარმოდგენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში;

ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20%-იანი და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი;

გ) ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფერადი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შოთების, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში.

მუხლი 118. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას  მომსახურების საფასურების გადახდა ხორციელდება „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის ცხრანიშნა სახაზინო კოდებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13

სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრად მისაბმელის გაფორმების მიზნით, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე

 

ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარი“;

ბ) 45- და 46-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45

განხორციელებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის) 

10 სამუშაო დღე 

3 სამუშაო დღე 

1 სამუშაო დღე 

 

უფასო

 

20 ლარი

 

50 ლარი

 

46

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ში თავდაპირველად დაშვება

 

200 ლარი“;

გ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54

საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 68​1, 75-ე, 82-ე, 82​1, 82​2,  86-ე, 87-ე, 103-ე და 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;

დ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„68

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში

(ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში საბაჟო დეკლარაციით – ფორმა 4-ით გაცხადებული 3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი“;

ე) 82-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ „eCustoms-ის“ მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა  68-ე, 681 და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი“;

ვ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„86

რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლის გაფორმება

 

50 ლარი“;

ზ) 103-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„103

ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების ნარეცხი) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევა

 

1 ტონა – 30 ლარი“;

თ) 121-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122-ე – 125-ე გრაფები:

„122

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტი

 

 

1 ტონა – 160 ლარი

123

შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტი

 

1 ტონა – 40 ლარი

124

ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტი

 

1 ტონა – 50 ლარი

125

შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტი

 

1 ტონა –10 ლარი.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 15  ოქტომბრიდან.  

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია