დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 86 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018471 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, მე-60 – 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ბ) მუხლი 15 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის გაფორმება, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“; გ) მუხლი 17 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17 „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 822 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით; გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი; დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი; ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი; ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება; შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი; თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან; კ) ფიზიკური პირის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით, ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში –„ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“; ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება; მ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება; ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო, ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი.“; დ) 18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ე) 110 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით, არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) მე-12 გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) 23-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; გ) 41-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; დ) 43-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) 47-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ვ) 51-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ზ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თ) 59-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ი) 68-ე გრაფის შემდეგ დაემატოს გრაფა 681 შემდეგი რედაქციით:
კ) მე-80 გრაფა ამოღებულ იქნეს; ლ) 82-ე, 821 და 822 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მ) 87-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნ) 89-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ო) 91-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; პ) 95-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ჟ) მე-100 გრაფის შემდეგ დაემატოს 101-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები