დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110415021, 15/04/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016337 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №177
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №33, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების 16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:
ა) 77-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,77 | ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება |
|
ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 80 ლარი“; |
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-ე გრაფა:
,,81 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა |
ერთი თვე |
5 000 ლარი.“. |
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები