დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 468 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111213013, 13/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016628 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №468
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 31.03.2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და 110 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 11 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები