"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506024, 06/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016358
  • Word
198
03/05/2011
ვებგვერდი, 110506024, 06/05/2011
040030000.10.003.016358
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 198

2011 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში:

1. 29-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე გრაფა:  

82

საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ.  გილაური