"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016068
  • Word
337
03/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
040030000.10.003.016068
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 337

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 და 15 მუხლები:

    „მუხლი 14

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 58-ე და 65-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

    მუხლი 15

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდის) მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე – 65-ე გრაფები:

 

53

 

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გაცემა

 

 

1 ცალი – 50 თეთრი

54

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება

 

3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის – 150 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის – 200 ლარი;

 

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონლის – 250 ლარი

55

გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა

 

პირველი 24 სთ – უფასო

 

შემდეგი სრული ან არასრული

24 სთ – 50 ლარი

56

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა

 

 

 

1 ტონა – 15 ლარი

57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და ჩატვირთვა

 

 

1 ტონა – 25 ლარი

58

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი

6500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

6500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე

59

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

 

1 კგ – 0.025 ლარი

1 მ3 – 0.10 ლარი

1 მ – 0.10 ლარი

1 ცალი – 0.01 ლარი

60

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სეს ესნ კოდის დადგენა

 

 

 

 

1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი

61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი

100-დან 10 000 ლარამდე – 25 ლარი

10 000 ლარის ზევით – 150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით –

80 ლარი

64

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა

 

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%

1 000 000 ლარის ზევით – 0,8%

 

65

 

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციის შევსება

 

 

 

 

 

სამუშაო დღის 16 საათიდან

18 საათამდე ჩაბარებული დოკუმენტების შემთხვევაში – 50 ლარი


18 საათიდან მეორე სამუშაო დღის 09 საათამდე ან არასამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარებული დოკუმენტების შემთხვევაში – 150 ლარი
.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური