დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 353 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110927006, 28/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016513 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/09/2011 - 18/11/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №353
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში:
ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6
| თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე | უფასო
100 ლარი.“;
|
ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13
| საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე) |
| არა უმეტეს 5 კალენ-დარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი.“; |
გ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„86
| სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა) |
| 50 ლარი.“; |
დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„92
| საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება |
| 1 სამუშაო დღე – 200 ლარი; 3 სამუშაო დღე – 150 ლარი.“; |
ე) დაემატოს 95-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
„95
| საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა
| 3 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღეზე ნაკლები | უფასო
100 ლარი.“.
|
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები