დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024134 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III , №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 117 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არ განხორციელდა ექსპორტის პროცედურით იმ საქონლის გატანა, რომლის ექსპორტის პროცედურაში გაფორმებისთვისაც გადახდილია მომსახურების საფასური; ბ) მომსახურების საფასურის თანხა გადახდილია შეცდომით ან ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 122-ე და 123-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 124-ე , 125-ე და 1251 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 29 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები