„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 19/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023673
462
16/09/2022
ვებგვერდი, 20/09/2022
040030000.10.003.023673
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №462

2022 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში  (სსმ III , 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 17 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 54​4, 68-ე, 68​​1, 75-ე, 82-ე, 821, 823 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:“;

ბ) 110 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 54​3 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 82​1 და 823 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება შაბათის 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 45-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„45

მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, განხორციელებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის)

 

30 ლარი“;

ბ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„54

საქონლის გაფორმება (გარდა 54​1 – 54​3, 68-ე, 68​​​​1, 75-ე, 82-ე, 821, 823, 86-ე,

87-ე, 103-ე და 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 500 ლარი“;

გ) 543 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„543

პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე,

82​1, 823 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 50 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი“;

დ) 544 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 545 გრაფა:

„545

პირის მოთხოვნით, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი“;

 

ე) 641 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„64​1

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონლის, აგრეთვე ბორნით შემოტანილ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში) განთავსებული საქონლის ან/და ბორნით სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 5 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ღირებულების 10%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

5 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა“;

ვ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„68

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული, აგრეთვე ბორნით შემოტანილ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში) ან/და ბორნით შემოტანილ სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული, საბაჟო დეკლარაციით – ფორმა 4-ით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 200 ლარი“;

ზ) 821 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„821

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე და 823 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;

თ) 822 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ი) 823 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„823

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 25 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 75 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი“;

კ) 824 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ლ) 87-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;

 

10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი“;

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 19 სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი