„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024272
439
10/11/2023
ვებგვერდი, 10/11/2023
040030000.10.003.024272
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439 

2023 წლის 10 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 123 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე –159-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54​1, 68-ე, 681, 82-ე, 82​1 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 159-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1​7 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 159-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 110 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“  158-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 159-ე გრაფა:

159

100 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასი-ფიცირებული შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტი-ფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადა-სახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.40 ლარი

.“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს წარედგინება:

ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან

ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 20 ნოემბრიდან და ძალაშია 2024 წლის 1 ივლისამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი