დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016162 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №7
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე.“.
2. 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიმართ. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.“.
3. 17 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დროებითი შემოტანის შემთხვევაში, საქონელი, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები