„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016655
  • Word
495
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
200250000.10.003.016655
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 495

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გა­წე­ვისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დად­გე­ნი­ლებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­­ლება:

1. დადგენილების 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

     „მუხლი 111

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამ­სახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების სა­ფა­სურის გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპა­რა­ტის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტა­ტუსის მქო­ნე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფ­ლე­ბა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერ­თხელ, ერ­თი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სა­მ­­სახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მა­თი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ გუ­ლისხმობს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე უკ­ვე რეგისტრირებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკა­ლური სა­კო­ნტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაციას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსა­ხუ­რის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკ­ვე­თებს“:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 96-ე გრაფა:

„96

წამახალისებელი გათამა­შე­ბის თამაშობის ზოგადი წე­სის შე­თანხმება

10 000 ლარი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე გრაფა:

„97

დამატებული ღირებულე­ბის გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეცი­ალური ქვით­რის გამოწე­რის უფლე­ბამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა

ერთი სტიკერი – 0.35 ლარი“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნ­ქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – 2012 წლის 3 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური