„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404023, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016313
  • Word
152
31/03/2011
ვებგვერდი, 110404023, 05/04/2011
200250000.10.003.016313
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 152

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება: სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ) ან საქონლის დეკლარირების არასამუშაო დროს განხორციელების შემთხვევაში. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები. ამასთან, ოქროს სიის მონაწილე პირის მიმართ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება..

2. დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების:

ა) 45-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

45

განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის დ.დ და დ.ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის)

 

10 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო დღე

 

1 სამუშაო დღე

 

უფასო

  

20 ლარი

 

50 ლარი;

 

 ბ) 77-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

77

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება

 

 

ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 180 ლარი.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური