„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016887
  • Word
214
13/06/2012
ვებგვერდი, 15/06/2012
040030000.10.003.016887
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 214

2012 წლის 13 ივნისი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და 110 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გაფორმების დეპარტამენტში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე და 822   გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:

ა) „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;

ბ) ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა;

გ) ს აქონლის სპეციალური სატვირთო დეკლარაციით დეკლარირების შემთხვევისა.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ- მინისტრი  ნ. გილაური