„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628034, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016419
  • Word
259
27/06/2011
ვებგვერდი, 110628034, 29/06/2011
040030000.10.003.016419
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 259

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასუ­რე­ბისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

მუხლი 14

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახუ­რის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყო­ფების მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევი­სათ­ვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე64-ე და 82-ე გრა­ფე­­ბით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურე­ბის საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენ­და­რუ­ლი დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენი­ლი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.

2. ოქროს სიის მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონომიკურ ტე­რიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირე­ბული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსა­ხუ­რე­ბის საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში..

მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური