„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024949
58
28/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
040030000.10.003.024949
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

1. 156-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „156

200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა ხორბლის ფქვილზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.3 ლარი“.

2. 157-ე და 158-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „157

200 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის 1003 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში ან/და 1104 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქერის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.2 ლარი

158

200 კგ-ზე მეტი ოდენობის სეს ესნ-ის  2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

ყოველ 1 კგ-ზე 0.2 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან და ძალაშია 2025 წლის 1 აპრილამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე