დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 394 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017067 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №394
2012 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 17 მუხლი ს:
ა) „ზ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;“;
ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა );
მ) ს აწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა );“;
გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავა ს ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმე ლის რეექსპორტი;
ო) შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13 | სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე |
| არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“; |
ბ) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„75 | ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულისა) გაფორმება |
| ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი“; |
გ) 86-ე და 87-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„86 | საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება |
| 50 ლარი |
87 | საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა) |
| 300 ლარი“; |
დ ) 98 -ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 99-ე გრაფა:
„99 | შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტონაწილების გაფორმება
|
| 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები