დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024755 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 120 და 121 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები არ ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე. მუხლი 121. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე.“; ბ) 123 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისა).“; ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე და 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 126-ე გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) 127-ე და 128-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები