„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110830002, 30/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016484
  • Word
324
26/08/2011
ვებგვერდი, 110830002, 30/08/2011
040030000.10.003.016484
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 324

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის სა­ფა­სურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამ­სა­ხუ­რის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურებსა და მა­თ გა­ნაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე – 94-ე გრაფები:

„89

პირისათვის უცხო  ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების გაუქმების შემდეგ უფლების ხელმეორედ რეგისტრაცია

500 ლარი

90

TIR რეჟიმში გაწევრიანებისა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის  მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად

1 სამუშაო დღე – 30 ლარი                                                        3 სამუშაო დღე –15 ლარი

10 სამუშაო დღე – უფასო                                           

91

საქონლის საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“‑ში დაშვება

1 სამუშაო დღე – 200 ლარი                                                        3 სამუშაო დღე – 150 ლარი                                                   

92

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსისა და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება

1 სამუშაო დღე 200 ლარი                                                        3 სამუშაო დღე 150 ლარი                                                    

93

ელექტრონული ფორმით საფოსტო გზავნილების რეგისტრაციისათვის საფოსტო გადამზიდავთა დაშვება ინტერნეტ პორტალზე

1 სამუშაო დღე – 200 ლარი                                                        3 სამუშაო დღე 150 ლარი  

94

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების – სასაქონლო ნიშნების სსიპ – შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრაცია

1 სასაქონლო ნიშანზე

50 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             გილაური