"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016188
  • Word
27
21/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
040030000.10.003.016188
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 27

2011 წლის 21 იანვარი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების:

ა) 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების” 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ოქროს სიის” მონაწილე პირის მიმართ ან/და ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.”;

ბ) 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ” ქვეპუნქტი:

ლ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება.”.

2. დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში”:

ა) 32-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

54

 

 

სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა

მე-12, 66-ე და 68-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი”;

 

გ) 58-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

58

დაინტერესებული პირის მოთხოვნით თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი.

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე”;

               

დ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

66

 

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. 30-ში მდებარე კონტროლის ზონაში გაფორმება

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი”;

               

ე) 67-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;                

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე და 69-ე გრაფები:

 

68

 

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი

 

 

69

დაინტერესებული პირის მოთხოვნით ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი.

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე.”.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური