„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025029
138
01/05/2025
ვებგვერდი, 05/05/2025
040030000.10.003.025029
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138 

2025 წლის 1 მაისი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54​3, 54​4, 546, 547, 57-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მე-60 − 64​1 გრაფებითა და საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) 19 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 461 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება მოთხოვნილი აქვს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მხოლოდ თავისი სახელით შევსების მიზნით და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.

7. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 546 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია ივსება მის მიერ და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.“;

გ) 110 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54​​3 და 547 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 54-ე, 543, 54​4, 547, 68-ე, 68​​1, 86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას დეკლარაციის ან დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება:

ბ.ა) შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში;

ბ.ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, გარდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ შემთხვევებში დეკლარაციის შევსებისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 46-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 გრაფა:

461

„ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ პირის დაშვება

 

პირველადი დაშვება 12 თვით – 10 000 ლარი;

პირველადი დაშვებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ:

3 თვით დაშვება – 200 ლარი;

6 თვით დაშვება – 300 ლარი;

12 თვით დაშვება – 500 ლარი“;

 

ბ) 545 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 546 და 547 გრაფები:

„546

„ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსება (გარდა 547 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

ერთ ტრანზიტის დეკლარაციაზე – 30 ლარი

547

პირის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს მიერ „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსება

 

ერთ ტრანზიტის დეკლარაციაზე – 100 ლარი“.

 

მუხლი 2
1. პირი, რომელიც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვებულ იქნა ამ დადგენილების ამოქმედებამდე (გარდა იმ პირისა, რომელიც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვებულია ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მხოლოდ თავისი სახელით შევსების მიზნით და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს), ვალდებულია, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 461 გრაფით დადგენილი პირველადი დაშვების მომსახურების საფასური გადაიხადოს არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირს უუქმდება „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება.

3. ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურები გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 15 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე