დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025402 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) 11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 42 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან.“; ბ) 19 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 331, 35-ე, მე-40, 78-ე − 783, 79-ე − 793, 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე, 160-ე − 168-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი, ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე − 1431 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დისტანციური არხებით არ არის შესაძლებელი მომსახურების მიღება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 41 გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) 41 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 გრაფა:
გ) 33-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 გრაფა:
დ) 140-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1401 გრაფა:
ე) 143-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 გრაფა:
ვ) 144-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1441 და 1442 გრაფები:
ზ) 145-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1451 და 1452 გრაფები:
თ) 159-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 160-ე − 168-ე გრაფები:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 22 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები