დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 365 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017038 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №365
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 | აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემისა) | 20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 400 ლარი 800 ლარი 2 000 ლარი“. |
2. 96-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„96 | წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა | 20 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე | უფასო 10 000 ლარი 12 000 ლარი“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები