დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 290 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/09/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 04/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016021 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №290
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12 | ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდის) მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა |
| აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ 10 ლარისა.“. |
2. მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-8 (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და მე-9 ნაწილების საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება
| 1 სამუშაო დღე | 15 ლარი |
21 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება
| 1 სამუშაო დღე
| 50 ლარი.“.
|
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები