„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016809
  • Word
136
12/04/2012
ვებგვერდი, 18/04/2012
200250000.10.003.016809
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 13 6

2012 წლის 12 აპრილი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასუ­რე­ბისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკი­ცე­ბული „სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფა­სურე­ბი­სა და მათი განაკვეთების“:

1. მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით)

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ

10 ლარისა.

2. 61-ე გრაფ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარ­დგე­ნილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე

– 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე

– 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით –

150 ლარი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               . გილაური